პროექტის თემა: ,,მუსიკა ჩვენს ცხოვრებაში“
პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმით,რომ მოსწავლეებს შეეძლებათ დამოუკიდებლად მუშაობა, ჩამოუყალიბდებათ მუსიკალური გემოვნება. შეეძლებათ მუსიკალური ჟანრების გაცნობა და მათზე გარკვეული წარმოდგენის შექმნა .დამოუკიდებლად შეეძლებათ კონცერტის გამართვა. ისწავლიან სიმღერის შესრულებისათვის საჭირო ელემენტებს.
პროექტის მიზანი: პროექტის მუშაობის მიზანი არის კვლევითი უნარ–ჩვევებისა და ურთიერთ თანამშრომლობის განვითარება, ჩამოყალიბება და წარმოჩენა. მუსიკით გამოწვეული განწყობის გამოხატვა მოძრაობით, მიმიკით. ერთ, ორ და სამხმიანი სიმღერების შესწავლა ხალხური რეპერტუარიდან.
მონაწილეთა ასაკი:10–13.(V-VII) კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო,ინტერნეტით მუშაობა.ტექნიკური საშუალებები: აუდიო–ვიდეო მასალა. ფორტეპიანო, დეკორაცია სცენის გასაფორმებლად. მონაწილეთა გარეგნობისათვის შესაფერისი ტანსაცმელი, ფოტო–აპარატი
პროექტის მსვლელობა: მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს პროექტის შინაარს. ბავშვებს დაყოფს ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს დაავალებს მოიძიონ ინფორმაცია მუსიკალური ჟანრების შესახებ და წარმოადგინონ.
აქტივობაI. პირველ ჯგუფს დაევალა:–გაიხსენონ რას გვიამბობს ბერძნული მითები და უძველესი ზღაპრები.მუსიკის ძალა–ლიტერატურულ ნაწარმოებში.
აქტივობაII. მეორე ჯგუფს დაევალა:–წარმოაჩინონ მათ მიერ არჩეული კუთხისათვის დამახასიათებელი მუსიკალური ნომერი თავისი მახასიათებელი ნიშნებით.მუსიკალური განწყობილების გადმოცემა სიმღერით, მიმიკით, მოძრაობით
აქტივობაIII. მესამე ჯგუფს დაევალა:–მოიძიონ ინფორმაცია კლასიკური მუსიკის შესახებ.ინტერნეტით მოიძიონ კლასიკოს შემომქმედთა ნაწარმოებები. საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობით შეასრულონ საბავშვო ნაწარმოებები იმ ინსტრუმენტზე რომელსაც ფლობენ.
აქტივობაIV. მეოთხე ჯგუფს დაევალა:ჩამოაყალიბონ რა დატვირთვა აქვს მუსიკას მხატვრულ ფილმებში. გაიხსენონ სიმღერები ქართული კინო–ფილმებიდან და წარმოადგინონ პოპურის სახით
პროექტის ხელმძღვანელი: თეა მჟავანაძე
ელ.ფოსტა:mjavanadze.tea@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий